FIFA-მ "ჩელსის" მომავალ სეზონში ფეხბურთელების დამატება აუკრძალა

AutoSharing Option
FIFA-მ "ჩელსის" აპელაცია არ დააკმაყოფილა, რაც იმას ნიშნავს, რომ ლონდონური კლუბი მომავალი ორი სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში ტრანსფერებს ვერ განახორციელებს.

მიზეზი FIFA-ს რეგულაციების დარღვევაა, რომელიც 18 წლამდე მოთამაშეთა რეგისტრაციის წესების დაცვას ითვალისწინებს.

"ჩელსიმ" გადაწყვეტილება გაასაჩივრა, თუმცა აპელაცია არ დაკმაყოფილდა და ამის გარდა, "არისტოკრატებს" 600 000 შვეიცარიული ფრანკის გადახდა დაეკისრათ.

ლონდონური კლუბი პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში მესამე ადგილზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.

ევროპა ლიგაზე კი ნახევარფინალშია, სადაც პირველ შეხვედრაში ფრანკფურტის "აინტრახტთან" სტუმრად ფრედ, 1:1 ითამაშა.

alt"რთულია, მაურისიო სარის

პატივი ვცე" - გარი კეჰილი "ჩელსიდან" მიდის
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჰაზარი თუ წავა რეალში, მაშინ ჩელსი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება.
Geo_Dinamo
18:47 08-05-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული