პრემიერლიგა. ბოლო ტურის წინ: ვინ დაიდგამს საჩემპიონო გვირგვინს?

AutoSharing Option
პრემიერლიგაში ორი ინტრიგა დარჩა. ბოლო ტური ყველა კითხვას გასცემს პასუხს. მთავრდება დიდი მარათონი, რომელსაც პრემიერლიგა ჰქვია და რომელმაც დიდებული სანახაობა გვაჩუქა.

თუნდაც ის რად ღირს, რომ პოტენციურად, "ლივერპულმა" 97 ქულა შეიძლება მოაგროვოს და მაინც ვერ გახდეს ინგლისის ჩემპიონი.

იმ შემთხვევაში, თუ "მანჩესტერ სიტი" მოუგებს "ბრაიტონს" გასვლით შეხვედრას, ის უმთავრეს კონკურენტ "ლივერპულს" გაასწრებს და მის მიერ ნაჩვენები შედეგის მიუხედავად, ჩემპიონი გახდება.

თუ "სიტიმ" ფრედ ითამაშა ან წააგო, მაშინ ჯერი "ლივერპულზეა". იურგენ კლოპის გუნდმა ორიოდე დღის წინ უმაგალითო გმირობა ჩაიდინა ჩემპიონთა ლიგის
ნახევარფინალში და ახლა კიდევ ერთი სასწაულის იმედი აქვს.

გადაწყვეტილი ამბავია, რომ ინგლისს ჩემპიონთა ლიგაში წარადგენენ "მანჩესტერ სიტი", "ლივერპული" და "ჩელსი". დარჩენილია ერთი ვაკანტური ადგილი.

იმ შემთხვევაში, თუ ჩემპიონთა ლიგაზე გადატანილი ბატალიებით დაღლილი "ტოტენჰემი" ფრედ მაინც ითამაშებს "ევერტონთან", ის ერთი საგზური მას დარჩება. თუ არა და, "არსენალს" ექნება შანსი, ოღონდ, არანაკლებ დაღლილები იქნებიან "მეთოფეები" ევროპალიგის საპასუხო ნახევარფინალით...

ფაქტია, "ევერტონი" ძლიერი გუნდია, მაგრამ ბოლოდროინდელი სტატისტიკა "დეზების" სასარგებლოდ მეტყველებს...

ფაქტები
"მანჩესტერ სიტიმ" ზედიზედ ბოლო 3 მატჩი მოუგო "ბრაიტონს".
"არსენალმა" მიჯრით 8 შეხვედრაში აჯობა "ბარნლის".
"ბორნმუთი" "კრისტალ პალასთან" უკანასკნელ დაპირისპირებაში გამარჯვებული გამოვიდა.
"ფულჰემისა" და "ნიუკასლის" ბოლო შეხვედრა ფრედ დასრულდა.
"ლესტერმა" უკანასკნელ შეხვედრაში სძლია "ჩელსის".
"ლივერპულმა" ზედიზედ 4 მატჩში აჯობა "ვულვზს".
"მანჩესტერმა" ბოლო 2 მატჩში აჯობა "კარდიფს".
"ტოტენჰემმა უკანასკნელი 4 დაპირისპირება მოუგო "ევერტონს".

პრემიერლიგა. ბოლო ტური
კვირა, 12 მაისი
ბრაიტონი-მანჩესტერ სიტი 18:00
ბარნლი-არსენალი 18:00
კრ. პალასი-ბორნმუთი 18:00
ფულჰემი-ნიუკასლი 18:00
ლესტერი-ჩელსი 18:00
ლივერპული-ვულვზი 18:00
მანჩესტერ იუნ-კარდიფი 18:00
საუთჰემპტონი-ჰადერსფილდი 18:00
ტოტენჰემი-ევერტონი 18:00
უოტფორდი-ვესტ ჰემი 18:00

ბომბარდირები: 22 - სალაჰი (ლივერპული); 20 - მანე (ლივერპული), აგუერო (მანჩესტერ სიტი), ობამეიანგი (არსენალი); 18 - ვარდი (ლესტერი); 17 - სტერლინგი (მანჩესტერ სიტი), კეინი (ტოტენჰემი); 16 - აზარი (ჩელსი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
გვარდიოლამ თავისი ტიკიტაკით ფეხბურთი მოსაწყენი გახადა.არ შემიძლია მოედნის ცენტრში 50 პასს ვუყურო.მერე სხვებმაც გადაიღეს და 2014-ის მსოფლიო საშინელი სანახაობა იყო.ამიტომ არ მინდა ფეხბურთის მოსაწყენმა ფილოსოფიამ გაიმარჯვოს.
თემო
18:08 12-05-2019
4
პეპ, შენ ხარ ღირსი ჩემპიონობის. წარმატება შენ.
vova
13:04 12-05-2019
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული