მოჰამედ სალაჰი გულშემატკივრებს: ჩამოიტანეთ "ენფილდი" მადრიდში

AutoSharing Option
"ლივერპულის" ეგვიპტელმა თავდამსხმელმა მოჰამედ სალაჰმა სეზონი შეაჯამა და ჩემპიონთა ლიგის ფინალთან დაკავშირებით გულშემატკივრებს მიმართა. ტიტულისთვის ბრძოლაში გადამწყვეტი შეხვედრა 1-ელ ივნისს გაიმართება მადრიდში და "ლივერპული" "ტოტენჰემის" წინააღმდეგ ითამაშებს.

"ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობები მაქვს, თუმცა სეზონი ჯერ არ დამთავრებულა. მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივრებს, თანაგუნდელებსა და მწვრთნელებს. გულშემატკივრებო, ძალიან გთხოვთ, ჩამოიტანეთ "ენფილდი" მადრიდში" - დაწერა ეგვიპტელმა საკუთარ "ტვიტერის" გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის პრემიერლიგაში "ლივერპულმა" 97 ქულა დააგროვა, მაგრამ "სიტის" 1 ქულით ჩამორჩა და ჩემპიონი ვერ გახდა. მერსისაიდულმა გუნდმა დაამყარა ახალი რეკორდი და სეზონში ყველაზე მეტი
ქულის მქონე გუნდი გახდა, რომელმაც ჩემპიონობა ვერ მოიპოვა. ადრე ეს სტატუსი მადრიდის "რეალს" ჰქონდა, რომელმაც 2009/10 წლებში 96 ქულა მოიპოვა, თუმცა ჩემპიონი "ბარსელონა" გახდა 99 ქულით.


მკითხველის კომენტარები / 23 /
ბარსა-ს!კარგი ნუ ვიდავებთ. მე ვცდილობ ობიექტური ვიყო არამარტო ფეხბურთში. გული მეც დამწყდა ბარსელონას გამოგდებაზე.მაგრამ რას იზამ ფეხბურთი ასეთია. ისე ბევრი ბარსას ბალელშიკები ტოტენჰემს ბალეშიკობენ გასაგები მიზეზების გამო. მე ლივერპულის მოგება მინდა. ფინალამდე))
დავით 67
17:50 17-05-2019
1
ვფიქრობ სიტი ღირსეული ჩემპიონია, პირად შეხვედრებში ლივერპულს მისთვის თამაში არ მოუგია ამ ჩემპიონატში, სახლში მერსისაიდელები სულაც მარცხს ძლივს გადაურჩნენ, მარეზმა პენალტი ვერ გამოიყენა, მანჩესტერში კი 1:2 დამარცხდნენ. 97 ქულა მართლაც არაა ცოტა პრემიერლიგაში, მაგრამ სიტიმ ხომ 98 დააგროვა. ლივეპრულს კი არ დაგვავიწყდეს ევერტონთან ბოლო წამებზე როგორი კურიოზული გოლით გაუმართლათ და ასევე ტოტენჰემთან. კლოპის ლივერპული შესანიშნავი გუნდია, მაგრამ გვარდიოლას სიტი კიდევ უკეთესი. შეძლებს სიტი მომავალ წელსაც დააგროვოს ამდენი ქულა? უფრო ალბათ კი. შეძლებს ლივერპული მომავალ ჩემპიონატშიც ამხელა ქულათა მარაგი აიღოს? სავარაუდოდ ალბათ არა.
პრემიერლიგას უკვე დაატყვეს ხელი ტოპ მწვრთნელებმა, გვარდიოლა, კლოპი, მაურიციო სარი, პოჩეტინო, უნაი ემერი. ერთი სოლსკიაერია ამოვარდნილი ამ ორკესტრიდან. მგონი იჩქარა "იუნაიტედმა" კონტრაქტის მასთან გაფორმება.
ირაკლი
13:59 14-05-2019
3

სიახლეები პოპულარული
პრემიერლიგა
#
გუნდი
38
32
2
4
72
98
38
21
9
8
24
72
38
21
7
10
22
70
7
ვულვზი
38
16
9
13
1
57
38
15
9
14
8
54
38
15
7
16
3
52
38
15
7
16
-3
52
38
14
8
16
-7
50
38
14
7
17
-2
49
38
12
9
17
-6
45
38
13
6
19
-14
45
38
11
7
20
-23
40
38
9
9
19
-25
36
18
კარდიფი
38
10
4
24
-35
34
19
ფულჰემი
38
7
5
26
-47
26