გარი ნევილს "სიტის" ფანებმა ლუდით სავსე ჭიქა ესროლეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილ ფეხბურთელსა და sky sports-ის ექსპერტ გარი ნევილს "მანჩესტერ სიტის" ფანებმა ლუდით სავსე ჭიქა ესროლეს. ეს შემთხვევა "ბრაიტონთან" მატჩის დაწყებამდე მოხდა.

ტრიბუნებისკენ მიმავალ ნევილს "სიტის" ფანების წრეში მოუწია გავლა და "ქალაქელთა" ფანები დიდი სიყვარულით არ შეხვდნენ მას. ვიდეოკადრებში ჩანს, რომ "იუნაიტედის" ყოფილ კაპიტანს ჭიქა ორჯერ ესროლეს. პირველად სტადიონის თანამშრომელს მოხვდა, მეორე კი ნევილმა აიცილა. ამის შემდეგ "სიტის" რამდენიმე ფანმა წასვლისკენ მოუწოდა ნევილს, მერე კი საქმეში პოლიციაც ჩაერთო, თუმცა ინგლისის ნაკრების ყოფილმა მცველმა მშვიდობიანად განაგრძო გზა ტრიბუნებისკენ.

გარდა იმისა,
რომ "სიტის" ფანებს გარი ნევილი "იუნაიტედში" თამაშიდან ახსოვთ, რამდენიმე დღის წინ ნევილმა "მანჩესტერ სიტის" დასცინა და გიორგი ქინქლაძეც ახსენა.

მომზადებულია championat-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული