"ტაიმსის" ცნობით, იტალიელმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ "ჩელსის" სასამართლო მოუგო და 9 მილიონ ფუნტს მიიღებს.
კონტეს გასულ წელს კონტრაქტი ცალმხრივად გაუწყვიტეს და სამუშაოდან დაითხოვეს, მან კი სასამართლოში იჩივლა.
მოკლედ, ამ თანხას ანტონიო კომპენსაციის სახით მიიღებს. "ჩელსი" სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გასაჩივრებას არ აპირებს.
კონტე "არისტოკრატებს" 2016-18 წლებში ედგა სათავეში.
რაც "ჩელსი" რომან აბრამოვიჩმა შეიძინა, მწვრთნელებს კომპენსაციის სახით 90 მილიონი გადაუხადეს.