Lads, it’s Tottenham! - ალექს ფერგიუსონის ცნობილი ფრაზის ისტორია [VIDEO]

AutoSharing Option
2001 წლის 29 სექტემბერი, "უაით არტ ლეინი", ლონდონი

"იუნაიტედის" დაცვა საოცარ შეცდომებს უშვებს, შმეიხელისა და სტამის ნაცვლად მოსული მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ბლანი და ბარტეზი მოწოდების სიმაღლეზე არ არიან. შედეგად "ტოტენჰემ ჰოთსპურს" ჩრდილოელების კარში 3 გოლი გააქვს.

თითქმის ყველა დარტყმული გოლად იქცევა - მანჩესტერელთა დაცვა, ბლანის ხელმძღვანელობით, თავაზიანად ეგება ფეხქვეშ დამსახურებულ პენსიონერებს - პაიეტს, ფერდინანდსა და შერინგემს.

ფერგიუსონი გაოგნებულია. ვერ წარმოუდგენია, "ტოტენჰემისგან" ასეთი ცივი შხაპი როგორ შეიძლება მიიღოს გუნდმა. გასახდელში ჯერ "ფენს" მიუტანს ბიჭებს, შემდეგ კი წარმოთქვამს ლეგენდარულ ფრაზას: Lads,
it’s Tottenham! ("ბიჭებო, ეს ხომ "ტოტენჰემია") და მეორე ტაიმში სრულიად განსხვავებული "იუნაიტედი" გამოდის მოედანზე.

გოლს გაიტანს ლორან ბლანი, რომელმაც პირველი ტაიმი ჩააგდო. თავს გამოიჩენს ხუან სებასტიან ვერონი, რომლის კარიერაც ინგლისში ნამდვილად ვერ აეწყო. სეზონში პირველ გოლს ჩაიწერს საკუთარ ანგარიშზე გუნდის კაპიტანი - დევიდ ბექჰემი. "ეშმაკები" მეორე ტაიმში 5 გოლს გაუტანენ "დეზებს".


სერ ალექს ფერგიუსონის სიტყვებმა გუნდი გამოაფხიზლა, ხოლო "ტოტენჰემის" მიმართ გამოთქმულმა ფრაზამ მათში სიამაყე გააღვიძა. ნუთუ ეს მართლა ჩვენ ვართ? 0:3-ს ვაგებთ გუნდთან, რომელმაც სეზონი მე-12 ადგილზე დაასრულა?

მატჩისშემდგომ ინტერვიუში "ბი-ბი-სისთან" ფერგიუსონმა უხეშად განაცხადა: "არ ვაპირებ იმის გამეორებას, რაც მათ ვუთხარი. ყოველთვის ამის შესახებ რატომ მეკითხებით?"

მითი იმის შესახებ, რომ ლეგენდარული ფრაზა ამ კონკრეტული თამაშის დროს დაიბადა, დაანგრია ჯერ ფერგიუსონმა და შემდეგ როი კინმა. შოტლანდიელი მწვრთნელი თავის ავტობიოგრაფიაში წერს, რომ შესვენებაზე თამაშის შემოსაბრუნებლად ფეხბურთელებს სწრაფი გოლის გატანა სთხოვა. სწორედ სთხოვა და არა მოსთხოვა.

როი კინი თავის წიგნში "მეორე ტაიმი" წერს:

"სახლში "ტოტენჰემთან" უნდა გვეთამაშა. "იუნაიტედში" ყველას ესმოდა, რა გუნდთან გვქონდა საქმე. მათ კარგი ფეხბურთელები ჰყავდათ, ლამაზ ფეხბურთს თამაშობდნენ, მაგრამ, კარგით რა, ჩვენ მათ გავანადგურებდით. თამაშის წინ ბიჭები გასახდელში ვისხედით და ვფიქრობდით: "ოღონდაც მწვრთნელმა გრძელი ლექცია არ წაგვიკითხოს, თუ რამდენად კარგი გუნდია მოწინააღმდეგე და ა.შ." თუმცა თვითონ სერ ალექსსაც ეს კარგად ესმოდა. ის შემოვიდა გასახდელში და გვითხრა: "ბიჭებო, ეს ხომ "ტოტენჰემია" და მეტი არაფერი. ეს გენიალური იყო."

როი გარკვევით ამბობს, რომ ეს ფრაზა პირველად "ოლდ ტრაფორდის" გასახდელში გაიგონა. ლეგენდარული "ქამბექის" შეხვედრა კი ლონდონში გაიმართა.

ამ ფრაზას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. ჯერ ერთი, მაშინ "ტოტენჰემი" დიდი არაფერი გუნდი იყო. მართალია, არ გავარდნილა, თუმცა ევროზონაშიც ვერ ხვდებოდა, რომ არაფერი ვთქვათ ჩემპიონობისთვის ბრძოლაზე. თან, "დეზებს" "ოლდ ტრაფორდზე" საშინელი სტატისტიკა ჰქონდათ. 1989 წლის შემდეგ "ტოტენჰემმა" "ოლდ ტრაფორდზე" პირველად 2012 წელს მოიგო, სხვათა შორის, 29 სექტემბერს.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელს ყოველგვარი მორალური უფლება აქვს, საშინაო თამაშის წინ "ტოტენჰემის" წინააღმდეგ თავის ფეხბურთელებს უთხრას: Lads, it’s Tottenham!

მკითხველის კომენტარები / 3 /
თუ მაგის პასუხია და.........
გააქვს? არასწორია ვითამ სიმონ?!!
გააქვს, ან გააქვთ ეს ნიშნავს, რომ ნაგავი გააქვს!
ჯიუტია, თავისი გააქვს,
თავისი გაიტანა!
მკვდარი გააქვს, დაკრძალვა დიდებული ღონისძიებაა, აი ცოცხალს კი, გაიტანენ.
ბურთი გადის! გავიდა, შეაგდო, შეუგდო, ცხრიანში გლიჯა, შვლიპა, თხარა, გათხარა, გაიტანა, გოოოლ!!! ყველა თამაშში გააქვს, მკვდარმა გაიტანა? გოლი იყო, აბა რა იყო??!!!
ჩვენ ნაკრებს გააქვს, ეს უკვე ფანტაზიის სფეროა და ფეხბურთთან არავითარ კავშირში არაა, ეს ოცნება უფროა, აქრთული ოცნება, ანუ ჩვენებს გააქვთ, ნე მოჟეტ ბიტ!
დღეს უკვე დროა ისეთი, ვსიო მოჟეტ ბიტ!
კ ო მ ბ ლ ე
05:05 31-05-2019
4
ამ საიტს ხშირად, დღეში რამდენჯერმე ვსტუმრობდი და ვეცნობოდი სპორტულ სიახლეებს, ეს რეკლამები უკვე თვალში მახათივითაა.
ამ საქმიდან არაფერი გამოვა, მე წავედი!
ეჰ
04:56 31-05-2019
0

სიახლეები პოპულარული
პრემიერლიგა
#
გუნდი
38
32
2
4
72
98
38
21
9
8
24
72
38
21
7
10
22
70
7
ვულვზი
38
16
9
13
1
57
38
15
9
14
8
54
38
15
7
16
3
52
38
15
7
16
-3
52
38
14
8
16
-7
50
38
14
7
17
-2
49
38
12
9
17
-6
45
38
13
6
19
-14
45
38
11
7
20
-23
40
38
9
9
19
-25
36
18
კარდიფი
38
10
4
24
-35
34
19
ფულჰემი
38
7
5
26
-47
26