London Evening Standard-ი იუწყება, რომ "არსენალი" მზადაა, ნახევარმცველი მესუთ იოზილი გაყიდოს.
პრობლემა ისაა, რომ იოზილმა გასული სეზონი მაღალ დონეზე ვერ ჩაატარა, პრემიერლიგის 24 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა, თანაც მისი ყოველკვირეული ხელფასი 350 ათასი ფუნტია. ეს კი ნებისმიერ კლუბს დააფრთხობს.
იოზილს "მეთოფეებთან" კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და არსად წასვლასაც არ აპირებს.
იოზილს 350 ათასი კვირაში. თავის საუკეთესო ფორმაშიც კი არ იმსახურებდა მაგდენს. ზოგადსდ არასოდეს მესმოდა რატომ ითვლებოდა იოზილი ძალიან მაგარ ნახევარმცველად ან როგორ მოხვდა იმ დიდ კლუბებში სადაც მოხვდა. 90-იანებში ასეთი ნახევარმცველები “კონა ათ შაურად” იყო. მართლა ვარსკვლავთ ცვენა იყო ტიპიური 10 ნომრების, მარტო რუი კოშტა, ბობანი, გეკრგ ჰაჯის გახსენება რად ღირს... დღეს ისეთ ფეხბურთელებს უხდიან მილიონებს, ძალაუნებურად მახსენდება გამოთქმა “უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო”