"ვილიარეალისა" და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველი პაბლო ფორნალსი ლონდონის "ვესტ ჰემში" გადავიდა.
Sky Sports News-ის ინფორმაციით, 23 წლის ფეხბურთელმა ახალ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
"ვილიარეალის" შემადგენლობაში ფორნალსმა ესპანეთის ჩემპიონატში 35 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაში 12 მატჩში, 3 გოლი შეაგდო და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.
ესპანეთის ნაკრებში, ახალგაზრდული გუნდის ჩათვლით, ფორნალსმა საერთო ჯამში 14-ჯერ ითამაშა.
აქვე გეტყვით, რომ "ვესტ ჰემმა" 33 წლის მეკარესთან, დევიდ მარტინთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.