The Sun აღნიშნული სათაურით აქვეყნებს სტატიას და ამბობს, რომ ლამპარდი "ჩელსიში" დროგბას მიყვანას გეგმავს, ხოლო ჯონ ტერისათვის მის სამწვრთნელო შტაბში ადგილი არ მოიძებნება.
მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც გადაწყვეტილება მიღებულა- "ჩელსის" ფრენკ ლამპარდი ჩაიბარებს, მაურისიო სარი კი "იუვეს" ჩაიბარებს.
აქიდან გამომდინარე, ბრიტანული გამოცემის მიხედვით ლამპარდი სამწვრთნელო გუნდის შეკრებას შეუდგა. პირველ რიგში, საკუთარ ერთგულ მეგობარ ჯადი მორისს წაიყვანს. ამას გარდა, შეი გივენის "დერბიდან" წამოყვანა სურს, რათა ირლანდიელი "ჩელსის" მეკარეთა მწვრთნელი იყოს.
დიდიე დროგბა, კი ლამპარდის გეგმაში, თავდამსხმელების მწვრთნელი
იქნება. როგორც გამოცემა ამბობს, ეს საკითხები რომან აბრამოვიჩთან შეთანხმებულია.
ფრენკ ლამპარდი, რომელიც "ჩელსიში" 13 წლის განმავლობაში თამაშობდა, კლუბის საუკეთესო ბომბარდირია 211 გატანილი გოლით.