"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველი დავიდ სილვა გუნდს მომდევნო სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს.
"მომავალი სეზონი ჩემთვის ბოლო იქნება "მანჩესტერ სიტიში". კლუბში გატარებული 10 წელი საკმარისი იქნება. თან, წასვლისთვის შესაბამისი დროა. კლუბმა ორწლიანი კონტრაქტი შემომთავაზა, თუმცა მე 1-წლიან შეთანხმებაზე მოვაწერე ხელი, რათა აქ ზუსტად 10 წელი გავატარო.
ეს დაასრულებს ციკლს. ეს ლამაზი, მრგვალი რიცხვია. არა მგონია, ოდესმე "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ ვითამაშო. 10 წელი ისედაც საკმარისია", - გადმოსცემს 33 წლის ესპანელის სიტყვებს Daily Mail-ი.
სილვა "მანჩესტერ სიტიში" 2010 წელს გადავიდა "ვალენსიადან". "ქალაქელებთან" ერთად 4-ჯერ