"ლივერპულის" პირველი ტრანსფერი სეზონის წინ

AutoSharing Option
"ლივერპულმა" ჰოლანდიური "ზვოლესაგან" 17 წლის ცენტრალური მცველი სეპ ვან დენ ბერგი შეიძინა.

ტრანსფერი მერსისაიდელებს 1.3 მილიონი ფუნტი დაუჯდათ, თუმცა სრულმა თანხამ, შესაძლოა, 4.4 მილიონ ფუნტს მიაღწიოს და ეს ვან დენ ბერგის თამაშზეა დამოკიდებული.

17 წლის მცველის მიმართ ინტერესს "აიაქსი", პსვ, მიუნხენის "ბაიერნი" იჩენდნენ, თუმცა წითურმა თინეიჯერმა "ლივერპულში" გადასვლა არჩია.

"საოცარი გრძნობაა. ჩემთვის "ლივერპული" მსოფლიოს საუკეთესო კლუბია და შემიძლია ვთქვა, რომ აქ მოხვედრა ახდენილი ოცნება არის.  აქ წამოსვლის მიზეზი ის იყო, რომ მინახავს, თუ რა დონის ფეხბურთელებს ზრდიან აკადემიაში. ასევე, იურგენ
კლოპი, რომელიც შესანიშნავი მწვრთნელია და "ლივერპულის" წარმატებათა ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი", - გადმოსცემს ვან დენ ბერგის სიტყვებს კლუბის საიტი.

სეპ ვან დენ ბერს ერედივიზიონში დებიუტი 16 წლის ასაკში ჰქონდა "გრონინგენის" წინააღმდეგ. გასულ სეზონში კი ჰოლანდიის უმაღლეს დივიზიონში 15 მატჩი ჩაატარა. 189 სმ სიმაღლის მცველი ჰოლანდიის 19-წლამდელთა ნაკრების წევრია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული