"ტელეგრაფის" ცნობით, თავდამსხმელი მარკუს რეშფორდი "მანჩესტერს" არ დატოვებს.
მხარეები კონტრაქტის 2023 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ.
რეშფორდს წლიურ ანაზღაურებას 13 მილიონ ფუნტამდე გაუზრდიან და კიდევ 2.6 მილიონის გამომუშავება ბონუსების სახით შეეძლება.
ამჟამად მარკუსის გასამრჯელო 2.34 მილიონია და 18.2 მილიონამდე მომატებას ითხოვდა.
რეშფორდი "იუნაიტედის" აღზრდილია, გასულ სეზონში 47 მატჩში 13 გოლი და 9 საგოლე გადაცემა მიითვალა, ხელშეკრულება კი კლუბთან მომავალი წლის ზაფხულში უმთავრდება.
რეშფორდი "იუნაიტედის" აღზრდილია, გასულ სეზონში 47 მატჩში 13 გოლი და 9 საგოლე გადაცემა მიითვალა, ხელშეკრულება კი კლუბთან მომავალი წლის ზაფხულში უმთავრდება.