ხოსეპ გვარდიოლა: მე მჭირდება მტრები, ადამიანები, რომლებსაც ვეზიზღები, რადგან...

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ მტრები და ის ადამიანები, ვისაც მასში ეჭვი შეაქვს წარმატებისკენ უბიძგებენ.

მიუხედავად იმისა, რომ "ბარსას" ყოფილ დამრიგებელს უამრავი წარმატება აქვს სამწვრთნელო კარიერაში, მაინც ყოველთვის ახსენებენ იმას, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მას მერე არ მიუღწევია წარმატებისათვის, რაც "ნოუ კამპი" დატოვა.

"მე მჭირდება მტრები, ადამიანები, რომლებსაც ვეზიზღები, რადგან ფეხბურთი ყოველთვის საკუთარი თავისთვის რაღაცის დამტკიცებას ნიშნავს. იგივე ხდება ფეხბურთელების შემთხვევაშიც.

ყველაფერს მივცემდი ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად, თუმცა ამ ტურნირზე ძალიან რთული შეხვედრებია და მათში მცირე ფაქტორებზე ხარ დამოკიდებული.

ჩემპიონატში კი,
მოიგებ შეხვედრას და მაშინვე შემდეგი თამაშისთვის ემზადები.

ცოტათი მშურდა "ლივერპულისა" და "ტოტენჰემის", რადგან მეც ვისურვებდი მათ ადგილას ყოფნას, თუმცა მათ ეს დაიმსახურეს", - განაცხადა პეპმა.

კრიტიკის კიდევ ერთი ობიექტი გახლავთ ის თანხები, რასაც "სიტი" ტრანსფერებზე ხარჯავს და ამ ნაწილში კატალონიელი გულწრფელი იყო.

"ჩადებული ინვესტიციების გარეშე ჩვენ ვერ ვიქნებოდით იქ, სადაც ახლა ვართ.

"ჩელსიმ" იგივე გააკეთა, "რეალმა" 300 მილიონზე მეტი დახარჯა, "ბარსამ" რამდენიმე ფეხბურთელი იყიდა 100 მილიონზე მეტ ფასად.

დავხარჯეთ ფული, რადგან გვჭირდებოდა. როცა მე მოვედი "სიტიში", ცენტრალური მცველების საშუალო ასაკი 34 წელი იყო, ჩვენ გაახალგაზრდავება გვჭირდებოდა".

მომავლისთვის გათვლილი ამბიციები გვარდიოლასთვის ტრანსფერებზე მუშაობას გამორიცხავს, რადგან პეპი ამბობს:

"მე ნაკრების გაწვრთნა მინდა. მე მსურს მსოფლიო თასზე ვიყო მწვრთნელი, რადგან ის ჩემპიონთა ლიგას მაგონებს. ნაკრების მწვრთნელობის უპირატესობა ის არის, რომ შენ 400 ფეხბურთელი გყავს და შეგიძლია მათგან ამოირჩიო".

გვარდიოლა შეეხო მოურინიოს საკითხსაც. მისი თქმით პორტუგალიელმა კონტ-შეტევებზე დააფიქრა.

"ბარსელონაში" ყოფნისას პირველი მწვრთნელი, რომელმაც კონტრ-შეტევებზე დამაფიქრა, მოურინიო იყო, მას ხომ ბეილი, დი მარია, ბენზემა ჰყავდა. მას შემდეგ უფრო ფრთხილი ვარ ბურთის დაკარგვის შემდეგ".

მომზადებულია marca-ს მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული