ნახევარმცველმა ლუკას ვასკესმა შეიძლება "რეალი" დატოვოს.
მათ შორის, რომლებიც მწვრთნელის, ზინედინ ზიდანის არასასურველ ფეხბურთელთა შორის არიან, დღეს იჯარით "სევილიაში" გადავიდა სერხიო რეგილიონი, მარსელო და დანიელ სებალიოსი უკვე ახალ გუნდს ეძებენ, ვასკესს კი "არსენალი" ეპატიჟება.
As-ის ცნობით, კლუბები უკვე მოლაპარაკებას აწარმოებენ.
"არსენალი" ბლანკოსს ნახევარმცველში 32 მილიონ ევროს და პლუს 3 მილიონს ბონუსების სახით სთავაზობს.
ვასკესის სამსახურით აგრეთვე "ბაიერნი", "ინტერი" და პსჟ არიან დაინტერესებულნი.
მან გასულ სეზონში ლა ლიგას 31 მატჩში 1 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.