"ფულემის" თავდამსხმელი ჰარვი ელიოტი კარიერას "ლივერპულში" გააგრძელებს. აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა The Guardian ავრცელებს.
მედია საშუალების ცნობით 16 წლის ფეხბურთელს მადრიდის "რეალი" და პსჟ იწვევდნენ, თუმცა თავდამსხმელმა არჩევანი მერსისაიდულ კლუბზე შეაჩერა.
"ფულემში" კი იმედოვნებდნენ, რომ ელიოტი ლონდონურ გუნდში დარჩებოდა და პროფესიონალურ კონტრაქტსაც გააფორმებდა, თუმცა ჰარვიმ ჩრდილოეთით გადაბარგება გადაწყვიტა.
წლევანდელ სეზონში ჰარვი ელიოტმა პრემიერლიგაში 3 შეხვედრა ჩაატარა და მოედანზე 27 წუთი გაატარა. ის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, ვისაც პრემიერლიგის შეხვედრაში მონაწილეობა მიუღია. დებიუტის დღეს ის 16 წლისა და 30 დღის იყო.