"ძალიან იმედგაცრუებულები ვართ მისი ქმედებებით" - კაპიტანი "არსენალს" შეკრებაზე არ გაჰყვა

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალი" წინასასეზონო შეკრების გასავლელად აშშ-ში გაემგზავრა, 29-კაციან სიაში არ არის გუნდის კაპიტანი ლორან კოშელნი, რომელიც კლუბს ტურში გაურკვეველი მიზეზებით არ გაჰყვა.

ამასთან დაკავშირებით "მეთოფეებმა" სპეციალური განცხადება გაავრცელეს.

"ძალიან იმედგაცრუებულები ვართ ლორან კოშელნის ქმედებებით, რომელიც ჩვენი ინსტრუქციების საწინააღმდეგოა. იმედი გვაქვს, ამ საკითხს გამოვასწორებთ. სხვა კომენტარს ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ გავაკეთებთ", - აღნიშნულია "არსენალის" განცხადებაში.

ლონდონური კლუბი აშშ-ში 4 მატჩს გამართავს. 15 ივლისს "კოლორადოს" დაუპირისპირდება, შემდეგ კი სამ ევროპულ კლუბს - მიუნხენის "ბაიერნს", ფლორენციის "ფიორენტინას" და მადრიდის "რეალს".

ლონდონის არსენალი
აშშ-ში შემდეგი შემადგენლობით მიემგზავრება:

მეკარეები: ბერნ ლენო (გერ), ემილიანო მარტინესი (არგ), მეტ მეისეი (ინგ).

მცველები: ჰექტორ ბელერინი (ესპ), კარლ ჯენკინსონი (ინგ), კალუმ ჩემბერსი (ინგ), სოკრატისი (საბ), შკოდრან მუსტაფი (გერ), რობ ჰოლდინგი (ინგ), კონსტანტინოს მავროპანოსი (საბ), ზაკ მედლი (ინგ), ნაჩო მონრეალი (ესპ), სიდ კოლასინაჩი (ბოს), დომინიკ ტომპსონი (ინგ).

ნახევარმცველები: ეინსლი მეიტლენდ-ნაილსი (ინგ), ჯო ვილოკი (ინგ), გრანიტ ჯაკა (შვეი), რობი ბარტონი (უელ), ჯეიმს ოლაინკა (ინგ), ჰენრიხ მხითარიანი (სომ), მესუთ იოზილი (გერ).

თავდამსხმელები: პიერ-ემერიკ ობამეიანგი (გაბ), ალექსანდრე ლაკაზეტი (საფ), რის ნელსონი (ინგ), ემილ სმიტ როუი (ინგ), გაბრიელ მარტინელი (ბრა), ბუკაიო საკა (ინგ), ედი ნკეტია (ინგ), ტაირის ჯონ ჯულსი (ინგ).

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული