ინგლისის პრემიერლიგაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წესი შეიცვალა

AutoSharing Option
როგორც BBC იტყობინება, 2019/20 წლების სეზონიდან ინგლისის პრემიერლიგის რეგლამენტი შეიცვლება და სატურნირო ცხრილის აგების ახალი წესი შემოვა.

თუკი ადრე თანაბარქულიან გუნდებში უპირატეს ადგილს გატანილი და გაშვებული გოლები წყვეტდა, ამ სეზონიდან მთავარი კრიტერიუმი გუნდებს შორის ურთიერთშეხვედრების შედეგები იქნება.

2011/12 წლების სეზონში "მანჩესტერ სიტი" სწორედ გაშვებული და გატანილი გოლების უკეთესი ბალანსის გამო გახდა ჩემპიონი.

გასულ წელს ინგლისის ჩემპიონობა ისევ "სიტიმ" 98 ქულით მოიპოვა, იმის მიუხედავად, რომ მეორე ადგილზე გასულმა "ლივერპულმა" დაგროვებული ქულებით საკუთარი რეკორდი დაამყარა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ესე ჯობია.ისე გასულ სეზონში,ის ერთადერთი წაგება ლივერპულს,სწორედაც რომ სიტიმ აგემა.
jemali
11:01 17-07-2019
2
2011-12 წლებში სიტიმ ორივე თამაში მოიგო 1-0 და 6-1
mamia
12:28 17-07-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული