"ვესტ ჰემმა" რეკორდულ თანხად ფრანგი თავდამსხმელი იყიდა

AutoSharing Option
სებასტიან ალერი ფრანკფურტის "აინტრახტიდან" ლონდონის "ვესტ ჰემში" გადავიდა.

ლონდონელებმა ტრანსფერი დაადასტურეს და ფეხბურთელის სანაცვლოდ რეკორდული თანხა გადაიხადეს.

ადრე ცნობილი გახდა, რომ "ვესტ ჰემი" 25 წლის ფორვარდში 50 მლნ ფუნტს გადაიხდიდა.

ფრანგმა ფეხბურთელმა ახალ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის გახანგრძლივება კიდევ ერთი წლით შეეძლება. ალერი წელიწადში 7 მლნ ევროს მიიღებს.

გასულ სეზონში ალერმა "აინტრახტში" 40 მატჩი გამართა, სადაც 20 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მომზადებულია whufc.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული