"ჩელსიმ" საგარეო მატჩებისთვის ახალი ფორმის კომპლექტი წარმოადგინა.
Nike-ის მიერ დამზადებული მაისურების საყელოსა და სამკლავურებზე რუსეთის დროშის ფერებია დატანებული.
"არისტოკრატების" პრეზიდენტი რომან აბრამოვიჩი, სპორტული დირექტორი კი მარინა გრანოვსკაიაა.
"ახალი საგარეო ფორმის კომპლექტი, რომელიც შთაგონებულია ლონდონის ამ ნაწილში სამოციან წლებში გავრცელებული მოდური კულტურით", - წერს კლუბი "ტვიტერზე".