"ნიუკასლის" ფეხბურთელებმა შეკრებაზე გამგზავრებამდე ქუჩაში იჩხუბეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ნიუკასლის" ფეხბურთელებმა ჯონჯო შელვიმ და კარლ დარლოუმ ინგლისის ქალაქ მორპეტის პაბიდან გამოსვლის შემდეგ, შუაღამისას ქუჩაში იჩხუბეს.

როგორც DailyMail-ი იუწყება, ქუჩაში გამოსულ ფეხბურთელებს გამვლელმა შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

აღსანიშნავია, რომ კონფლიქტი ჩინეთში გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე მოხდა. "ნიუკასლი" წინასასეზონო შეკრების გასავლელად აზიაში წავიდა და პირველი შეხვედრაც გამართა.

ინგლისური კლუბი ასევე პრემიერლიგურ "ვულვზს" დაუპირისპირდა და 0:4 დამარცხდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული