"მანჩესტერ სიტის" მენეჯერმა პეპ გვარდიოლამ პრემიერლიგის გადატვირთულ კალენდარზე დაიჩივლა.
"ნაკრებებში მყოფი ზოგიერთი ფეხბურთელი 29 ან 30 ივლისს დაგვიბრუნდება, ზოგიერთი კი - 3 ან 4 აგვისტოს. ისინი ფიქრობენ, სამკვირიანი თუ ოთხკვირიანი შვებულების შემდეგ უჯობთ დაბრუნება.
არ მინდა, მძიმე სეზონის შემდეგ დაუსვენებლები შემოგვიერთდნენ. ჩვენ ახალი სეზონი დავიწყეთ, მარეზს კი ძველი არ დაუსრულებია.
გიჟური კალენდარი გვაქვს და ადრე თუ გვიან დავხოცავთ ფეხბურთელებს. ასე ხანგრძლივ სეზონს ვერ გავუძლებთ.
მოთამაშეებმა უნდა დაისვენონ, მაგრამ თუ დაბრუნდებიან, ამას მხოლოდ მივესალმებით", - ციტირებს გვარდიოლას "გარდიანი".

4 აგვისტოს "მანჩესტერ
სიტი" ინგლისის სუპერთასზე "ლივერპულს" შეხვდება.