იურგენ კლოპი: ბეილის ტრანსფერი ძალიან ძვირი დაგვიჯდება

AutoSharing Option
"ლივერპულის" მენეჯერმა იურგენ კლოპმა ინგლისის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველის, პოლ ინსის ნათქვამზე გააკეთა კომენტარი, რომელმაც "რეალის" თავდამსხმელის, გარეთ ბეილის შეძენა ურჩია.

"არ ვიცი, ასეთ ფანტასტიკურ ფეხბურთელებს ასეთი უცნაური იდეები რატომ მოსდით. ბეილი "რეალის" ფეხბურთელია და მისი ტრანსფერი საკმაოდ ძვირი დაჯდება, პლუს, ხელფასი.

მართლა გამორჩეული ფეხბურთელია, ძალიან მომწონს. ორი წლის წინ ჩემპიონთა ლიგა თითქმის მარტომ მოიგო. არ ვიცი, რა მოხდა. საუბარი მარტო მასზე კი არა, არამედ ყველა ფეხბურთელზეა. ჩვენ გუნდი უნდა შევქმნათ, გუნდი კი ცალკეული ფეხბურთელები არაა.

მათ ერთად
უნდა იმუშაონ, ერთმანეთს უნდა შეესაბამებოდნენ. სწორედ ამისთვის ვშრომობთ", - ციტირებს კლოპს "მირორი".

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "რეალი" ბეილს უსასყიდლოდ გაუშვებდა ერთ-ერთ ჩინურ გუნდში, მაგრამ ფეხბურთელმა ჩინეთში გადაბარგება არ ისურვა, ხოლო "სამეფო კლუბმა" განაცხადა, რომ მუქთად ვერ შეელევა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
იურგენ!არ გვინდა ეგ ბეილები რა.უმადური და გაუმაძღარი ფეხბურთელია,თამაშს მოუკლო.ასეც შესანიშნავი გუნდია ლივერპული.ვქომაგობ #YNWA
კარგით რა
11:06 25-07-2019
3
გერმანელებსაც ყავთ ღორაძუები, მაგრამ მაგდენი არა.
დასფ
02:52 25-07-2019
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული