ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველმა სამი ხედირამ შესაძლოა კარიერა ინგლისში გააგრძელოს.
ჟურნალისტ ტანკრედი პალმერის ინფორმაციით, 32 წლის გერმანელი შესაძლოა ლონდონის "არსენალში" გადავიდეს.
ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ხედირას გადაბირებით დაინტერესებულები იყვნენ "ვალენსია", "ფიორენტინა", "ვულვერჰემპტონი", "ფენერბაჰჩე", "ბეშიქთაში" და MLS-ის კლუბები.
ხედირას კონტრაქტი "იუვენტუსთან" 2021 წლის ივნისამდეა გათვლილი.