"მილანის" 21 წლის თავდამსხმელი პატრიკ კუტრონე "ვულვერჰემპტონის" ფეხბურთელი გახდა - ამის შესახებ ინგლისური კლუბის ვებგვერდი იუწყება.
ტრანსფერის ღირებულებამ 16 მილიონი ფუნტი სტერლინგი შეადგინა და კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე გაფორმდა.
კუტრონემ "მილანის" რიგებში 90 შეხვედრა გამართა, გაიტანა 27 გოლი და 7 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
გუნდში პოლონელი კრიშტოფ პიონტეკის მისვლის შემდეგ მან ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა.
იტალიელი თავდამსხმელი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას "ვულვზის" მეორე შენაძენია, პრემიერლიგურმა კლუბმა რამდენიმე დღის წინ მადრიდის "რეალის" მცველი ხესუს ვალიეხო იჯარით დაიმატა.