წინასასეზონო შეხვედრა გამორჩეული თითქოს არაფრით იყო, თუმცა ლონდონელთა ესპანელი შემტევის, პედრო როდრიგესის გატანილმა გოლმა ყველა წამყვანი სპორტული გამოცემა მოიარა.
როს ბარკლის გადაცემის შემდეგ 31 წლის ფეხბურთელმა ქუსლით ულამაზესი გოლი გაიტანა და ანგარიში 4:1 გახადა.