"იუვეს" თავდამსხმელი "ევერტონში" გადავიდა

AutoSharing Option
"იუვეს" 19 წლის ფორვარდი მოიზე კინი "ევერტონის" ფეხბურთელი გახდა. აღნიშნული ინფორმაცია ტვიტერის საშუალებით ლივერპულულმა კლუბმა გაავრცელა.

კინი ინგლისურ გუნდში 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა, თუმცა "იუვენტუსმა" შესაძლოა 10 მილიონი კიდევ მიიღოს ბონუსების სახით.

ახალგაზრდა იტალიელმა თავდამსხმელმა "ევერტონთან" 5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და მისი ყოველწლიური ანაზღაურება 3 მილიონი ევრო იქნება.

მოიზე კინმა გასულ სეზონში "იუვეს" რიგებით 7 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა. ახალგაზრდა ფეხბურთელს 2019 დებიუტი იტალიის ნაკრებშიც ჰქონდა და უკვე 3 შეხვედრის გამართვა მოასწრო. აღნიშნულ თამაშებში კინმა 
2 გოლიც გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული