"ლესტერის" ყოფილი მცველი ჰარი მაგუაირი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი გახდა. აღნიშნული ინფორმაცია "წითლების" ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.
სხვადასხვა გამოცემის მიხედვით, ინგლისის ნაკრების ცენტრალურ მცველში "იუნაიტედმა" 85 მილიონი ფუნტი გადაიხადა, რაც ერთი მხრივ, "ლესტერისთვის" არის სარეკორდო სატრანსფერო თანხა, ხოლო მეორე მხრივ, მაგუაირი ყველაზე ძვირად ღირებული მცველი გახდა, ამაზე მეტი არცერთ მცველში არ გადაუხდიათ.
"ლესტერის" ყოფილმა ფეხბურთელმა "მანჩესტერთან" 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და წლიურად ხელფასის სახით 5.5 მილიონ ფუნტს მიიღებს.
26 წლის მაგუაირს კარიერის მანძილზე "შეფილდ იუნაიტედში", "ჰალი სიტიში", "უიგანსა" და "ლესტერში" უთამაშია. მაგუაირს
ინგლისის ეროვნულ გუნში 20 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 1 გოლიც გაიტანა.
ეშლი იანგი "მანჩესტერის" ახალი კაპიტანია
"მანჩესტერმა" "ინტერს" რომელუ ლუკაკუს ტრანსფერში 80 მილიონი მოსთხოვა
"რეალმა" "მანჩესტერს" პოლ პოგბაში 80 მილიონი, პლუს ისკო ან ბეილი შესთავაზა