"ჩელსის" ყოფილი მცველი, 33 წლის გარი კეჰილი "კრისტალ პალასში" გადავიდა
"კრისტალ პალასმა" კეჰილს ორსეზონიანი კონტრაქტი გაუფორმა.
"ამ გუნდში გადმოსვლა პრემიერლიგაში კარიერის გაგრძელების შესანიშნავი საშუალებაა. მინდა რაც შეიძლება დიდხანს ვითამაშო. ჩინებულ ფორმაში ვარ და მოედანზე 110%-ით დავიხარჯები", - განაცხადა კეჰილმა.
კეჰილმა გუნდის მესამე ფორმის კომპლექტი წარადგინა.