
როგორც ბრიტანული საინფორმაციო საშუალება sky sports-ი იტყობინება, ლონდონის "ტოტენჰემმა" "ბეტისის" ნახევარმცველის, არგენტინელი ჯოვანი ლო სელსოს ტრანსფერი შეათანხმა.
გამოცემის მიხედვით, არგენტინელი ნახევარმცველი "ტოტენჰემში" 2024 წლამდე ითამაშებს და ხელფასის სახით ყოველწლიურად 4 მილიონ ევროს მიიღებს.
ლო სელსო პსჟ-ს "როსარიო ცენტრალიდან" 2016 წელს შეუერთდა, თუმცა პარიზულმა კლუბმა იმავე წელს გაანათხოვრა მშობლიურ კლუბში. ნახევარი წლის შემდეგ ლო სელსო პსჟ-ში დაბრუნდა. 2018 წელს ისევ გაანათხოვრეს, უკვე "ბეტისში" და ესპანურ კლუბს გამოსყიდვის უფლებაც ჰქონდა. "ბეტისმა" გამოისყიდა ლო სელსო და ახლა "ტოტენჰემს" მიჰყიდა.
გასულ სეზონში ჯოვანი ლო