"არსენალის" ფეხბურთელები მესუთ იოზილი და სეად კოლაშინაცი პრემიერლიგის პირველ ტურში "ნიუკასლთან" მატჩში მონაწილეობას არ მიიღებენ.
მიზეზი ისაა, რომ ივლისში მათზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა.
"არსენალმა" განაცხადა, რომ ფეხბურთელების უსაფრთხოებაზე ზრუნავს და მათ მალე დაბრუნებას იმედოვნებს.
გასულ სეზონში კოლაშინაცმა 24 მატჩში 5 საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო იოზილმა 23 შეხვედრაში 5 გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა.
"ნიუკასლისა" და "არსენალის" მატჩი 11 აგვისტოს ჩატარდება.