
როგორც "ტელეგრაფი" იუწყება, გასულ ხუთშაბათს, გერმანელი მოთამაშის სახლთან ორი მამაკაცი - სალამან ექინჩი და ფერჰათ ერქანი დააკავეს, მათ ფეხბურთელის საცხოვრებელ სახლის დაცვასთან უსიამოვნება მოუვიდათ.
ეს ბოლო 1 თვის განმავლობაში რიგით მეორე ინციდენტია, რომელიც იოზილს უკავშირდება. ივლისში მის ავტომობილს მძარცველები დაესხნენ, გერმანელს კოლოსინაჩმა უშველა.
საქმის მოსმენა სექტემბერშია ჩანიშნული, თუმცა ბრიტანული პოლიციის ინფორმაციით, აღნიშნულ ორ საქმეს ერთმანეთთან კავშირი არ აქვს.