ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ფრენკ ლამპარდმა ჟოზე მოურინიოს კრიტიკას უპასუხა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის პირველი ტურის მატჩში "ჩელსი" "მანჩესტერ იუნაიტედთან" 0:4 დამარცხდა.
"მას მაუნტის თამაში არ მოეწონა? ასე თქვა? სერიოზულად? ვაუ. არ შემიძლია ფეხბურთელები ლაზარეთიდან მოვიყვანო, მიუხედავად მათი გამოცდილებისა.
მათ, ვინც ითამაშეს, მოგვცეს საშუალება, მთელი მატჩის განმავლობაში 45-60 წუთი ინიციატივა ჩვენს მხარეს ყოფილიყო.
ნათელია, რომ ინდივიდუალური შეცდომები დავუშვით. სწორედ ამიტომ გაიტანა მეტოქემ 4 გოლი 5 დარტყმის შემდეგ. ეს მწარე რეალობაა.
სხვა ადამიანების სიტყვები არ უნდა მაღელვებდეს - ექსპერტების ან ვინმე სხვისი.
საუბარი მათი სამსახურია. ხოლო მე მჯერა იმ შემადგენლობის, რომელიც მყავს და მათთან უნდა ვიმუშაო", - აღნიშნა ლამპარდმა.