"ლივერპულმა" პრემიერლიგის სტარტზე მეორე მატჩიც მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
17 აგვისტოს, პრემიერლიგის მეორე ტურში "ლივერპულმა" გასვლაზე "საუთჰემპტონს" 2:1 სძლია.

ევროპის სუპერთასზე "ჩელსის" პენალტების სერიაში დამარცხების შემდეგ, იურგენ კლოპის გუნდმა ინგლისის ჩემპიონატზეც იმარჯვა. ამ შეხვედრაში "წითლები" უპირატესობას ფლობდნენ და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.

"ლივერპულის" მეკარე ადრიანმა შეხვედრის დასასრულს ბურთი ატანისას მეტოქე გუნდის თავდამსხმელ ინგსს მოარტყა, რომელმაც მისი შეცდომით ისარგებლა და ანგარიში შეამცირა, თორემ მასპინძლები გოლის გამტანები არ იყვნენ.

საუთჰემპტონი. "სენტ მერისი". 31 712 მაყურებელი
საუთჰემპტონი - ლივერპული 1:2
გოლები: 0:1 მანე (45+1), 0:2 ფირმინო (71), 1:2 ინგსი (83)
მკითხველის კომენტარები / 1 /
გაგიარა?
sormona
23:24 17-08-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული