გაბრიელ ჟეზუსს 90+2-ე წუთზე გოლი გაუუქმეს და "მანჩესტერ სიტი" "ტოტენჰემთან" ფრეს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
17 აგვისტოს, პრემიერლიგის მეორე ტურში "მანჩესტერ სიტისა" და "ტოტენჰემის" მატჩი 2:2 დასრულდა.

მასპინძლები ორჯერ დაწინაურდნენ, მაგრამ სტუმრებმა ორივეჯერ მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება. 90+2-ე წუთზე კი გაბრიელ ჟეზუსის გოლი მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ გააუქმა, რადგან გადაცემის გაკეთებამდე მცველ ლაპორტას ბურთი ხელზე მოხვდა.

რაჰიმ სტერლინგმა კარიერაში პირველად ზედიზედ 4 მატჩში გაიტანა გოლი.

აგუერომ "ეტიჰადზე" პრემიერლიგაზე 97 გოლი გაიტანა. მასზე მეტი გოლი საკუთარ სტადიონზე მხოლოდ რუნის (101) და ანრის (114) აქვთ გატანილი.

აგუერო 65-ე წუთზე მწვრთნელმა გვარდიოლამ გაბრიელ ჟეზუსით შეცვალა და მოედნიდან გასვლისას მათ
შორის შელაპარაკება მოხდა.

მანჩესტერი. "ეტიჰადი". 54 503 მაყურებელი
მანჩესტერ სიტი - ტოტენჰემი 2:2
გოლები: 1:0 სტერლინგი (20), 1:1 ლამელა (23), 2:1 აგუერო (23), 2:2 ლუკას მოურა (56)
მკითხველის კომენტარები / 2 /
სად ნახულობთ ამ ვიდეოებს მთავარი მომენტი არ არი გოლის გაუქმება რაც სათაურად აქვს სტატიას
ჯუბა
11:43 18-08-2019
0
არვიცი,მაგრამ,მგონია სიტი მოიგებს წელს ჩ.ლ-ს.
კარგით რა
23:12 17-08-2019
7

სიახლეები პოპულარული