ალექსის სანჩესს კარიერის იტალიაში გაგრძელება სურს, მოლაპარაკებები დაწყებულია

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელ ალექსის სანჩენსს კარიერის მილანის "ინტერის" რიგებში გაგრძელება სურს და როგორც Sky Sport Italia იტყობინება, აგენტმა უკვე გამართა მოლაპარაკებები მილანურ კლუბთან.

საპასუხოდ "ინტერის" წარმომადგენლები მანჩესტერში ჩავიდნენ, რათა "წითლებთან" შეთანხმებას მიაღწიონ. საქმე არა იჯარას, არამედ სრულფასოვან კონტრაქტს ეხება.

სანჩესი "მანჩესტერში" 2018 წელს გადავიდა ლონდონის "არსენალიდან". 30 წლის ჩილელი ფეხბურთელი იქამდე კატალონიურ "ბარსელონაში" თამაშობდა.

გასული სეზონი სანჩესს კატასტროფული გამოუვიდა. "იუნაიტედის" შემადგენლობაში 27 შეხვედრა ჩაატარა, მხოლოდ 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული