პოლ პოგბამ პენალტი გააცუდა - "მანჩესტერ იუნაიტედი" "ვულვზთან" ფრეს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
19 აგვისტოს, პრემიერლიგის მეორე ტურის დასკვნით მატჩში "ვულვერჰემპტონი" და "მანჩესტერი" დაზავდნენ - 1:1.

პირველ ტაიმში სტუმართა კომბინაცია მარსიალმა დააგვირგვინა. მან "იუნაიტედში" საიუბილეო, 50-ე გოლი გაიტანა. შესვენების შემდეგ მასპინძლებმა შეუტიეს. ხიმენესის თავით დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, ცოტა ხანში კი ნევეშმა საპასუხო გოლი გაიტანა.

68-ე წუთზე მსაჯმა მიიჩნია, რომ კოდიმ პოგბა წააქცია. პენალტი თავად "დაზარალებულმა" შეასრულა, მაგრამ მეკარემ აუღო.

პოგბამ გასული სეზონის დასაწყისიდან მეოთხე თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა, რაც ინგლისის ჩემპიონატზე დროის ამ მონაკვეთის ანტირეკორდია.

ვულვერჰემპტონი. "მოლინე". 31 314 მაყურებელი
ვულვერჰემპტონი - მანჩესტერი 1:1
გოლები:
0:1 მარსიალი (27), 1:1 ნევეში (55)
გამოუყენებელი პენალტი: პოგბა (68)

ვულვერჰემპტონი: პატრისიუ, ბენეტი, ბოლი, კოდი, დოჰერტი (ტრაორე 46), დენდონკერი, ნევეში, მოუტინიო, ჰონი, ხიმენესი (კუტრონე 90+1), ჟოტა (ნეტუ 87)

მანჩესტერი: დე ხეა, ვან-ბისაკა, მაგუიარი, ლინდელეფი, შოუ, მაკტომინი, პოგბა, ჯეიმსი (გრინვუდი 89), ლინგარდი (მატა 81), რეშფორდი (პერეირა 89), მარსიალი
მკითხველის კომენტარები / 1 /
ცანცარა ფეხბურთელი :(
ოთო
10:31 20-08-2019
0

სიახლეები პოპულარული