კრისტიან ერიქსენს გრანდში სურს გადასვლა, მაგრამ... ვის უნდა?

AutoSharing Option
ლონდონის "ტოტენჰემის" ნახევარმცველი კრისტიან ერიკსენი ჩამოყალიბდა, თუ სად სურს კარიერის გაგრძელება.

ESPN-ის ცნობით, დანიელი ფეხბურთელი მზადაა, მადრიდის "რეალში", "ბარსელონაში" ან ტურინის "იუვენტუსში" გადავიდეს.

პრობლემა კი იმაში მდგომარეობს, რომ არც ერთ კლუბს ამ სამიდან 27 წლის დანიელის მიმართ სერიოზული ინტერესი არ გააჩნია.

ამის მიუხედავად, ერიკსენს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ ამ ზაფხულს "ტოტენჰემს" დატოვებს. მისი კონტრაქტის ვადა "დეზებთან" ერთ წელიწადში იწურება და ის ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული