იურგენ კლოპი: თუ 2-3 წელში ჩემი კარიერა დასრულდება, დიდად არ გამიკვირდება

AutoSharing Option
"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ თუ მისი სამწვრთნელო კარიერა 2-3 წელში დამთავრდება, ეს არ გაუკვირდება.

"ჩემი მიზანია, გავაგრძელო ისე, როგორც ამას ახლა ვაკეთებ. მომწონს ის, რაც ახლა ხდება.

თუ ჩემი კარიერა 2-3 წელში დასრულდება, დიდად არ გამიკვირდება. არ ვამტკიცებ, რომ ასე მოხდება, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერია მოსალოდნელი", - თქვა კლოპმა Bild-თან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ კლოპმა სამწვრთნელო კარიერა 2001 წელს გერმანულ "მაინცში" დაიწყო, ხოლო შემდეგ დორტმუნდის "ბორუსიას" წვრთნიდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული