"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ თუ მისი სამწვრთნელო კარიერა 2-3 წელში დამთავრდება, ეს არ გაუკვირდება.
"ჩემი მიზანია, გავაგრძელო ისე, როგორც ამას ახლა ვაკეთებ. მომწონს ის, რაც ახლა ხდება.
თუ ჩემი კარიერა 2-3 წელში დასრულდება, დიდად არ გამიკვირდება. არ ვამტკიცებ, რომ ასე მოხდება, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერია მოსალოდნელი", - თქვა კლოპმა Bild-თან საუბარში.
შეგახსენებთ, რომ კლოპმა სამწვრთნელო კარიერა 2001 წელს გერმანულ "მაინცში" დაიწყო, ხოლო შემდეგ დორტმუნდის "ბორუსიას" წვრთნიდა.