ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა უანი ემერიმ გუნდის მცველს, შკოდრან მუსტაფის და ნახევარმცველ მოჰამედ ელ-ნენის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ახალი კლუბის მოძიება ურჩია.
"ისინი შესანიშნავი ფეხბურთელები არიან, მაგრამ ისეთი მდგომარეობა შეიქმნა, რომ ისინი საჭირო სათამაშო დროს ვერ მიიღებენ და გუნდში ყოფნით უკმაყოფილონი იქნებიან. მათ რამდენჯერმე ვესაუბრე ამის შესახებ. მათ იციან ამ სიტუაციის შესახებ და მინდა მომავალში წარმატებები ვუსურვო. ვფიქრობ, მათთვის უკეთესი ვარიანტი იქნება, თუ სხვა გუნდში გახდებიან გმირები და ახალ გამოწვევებს აირჩევენ", - ციტირებს ემერის The Guardian-ი.
შეგახსენებთ, რომ მისტაფი "არსენალში"
2016 წელს "ვალენსიადან" გადავიდა, ხოლო ელ-ნენი "არსენალში" 2016 წლის ზამთრიდან თამაშობს.