"მანჩესტერმა" ისევ ვერ გამოიყენა პენალტი და 90+3-ე წუთზე გაშვებული გოლით დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
24 აგვისტოს, პრემიერლიგის მესამე ტურში "მანჩესტერი" საკუთარ მოედანზე "კრისტალ პალასთან" 1:2 დამარცხდა.

მთელი მატჩის მანძილზე მასპინძლები უდიდეს ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ მაინც წააგეს. პირველ ტაიმში აიევიმ სტუმრები დააწინურა, 70-ე წუთზე რეშფორდმა თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა (წინა ტურში "ვულვზთან" პენალტი პოგბამ გააცუდა), კომპენსირებულ დროში კი დე ხეამ არგასაშვები გოლი გაუშვა.

მანჩესტერი. "ოლდ ტრაფორდი". 73 454 მაყურებელი
მანჩესტერი - კრისტალ პალასი 1:2
გოლები: 0:1 აიევი (32), 1:1 ჯეიმსი (89), 1:2 ვან ანჰოლტი (90+3)
გამოუყენებელი პენალტი: რეშფორდი (70)
მკითხველის კომენტარები / 1 /
დეხეა გაზროხდა უნდა გაეშვათთთთთთთთ
იმერელი
11:55 25-08-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული