"ლივერპულმა" "არსენალი" დაამარცხა და სტარტზე მესამე გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
24 აგვისტოს, პრემიერლიგის მე-3 ტურში "ლივერპული" სახლში უპრობლემოდ გაუსწორდა "არსენალს" - 3:1.

"ლივერპულმა" პრემიერლიგაზე პირველად მოიგო მიჯრით 12 მატჩი.

იურგენ კლოპის გუნდმა ჩემპიონატის სტარტზე მესამე მატჩიც მოიგო და 31 აგვისტოს სტუმრად "ბარნლის" დაუპირისპირდება.

"არსენალმა" ზედიზედ 26-ე მატჩში ვერ მოახერხა სტუმრად ტოპ 6-ეულის გუნდის ძლევა.

ლივერპული. "ენფილდი". 53 298 მაყურებელი
ლივერპული - არსენალი 3:1
გოლები: 1:0 მატიპი (41), 2:0 სალაჰი (49, პენ), 3:0 სალაჰი (59), 3:1 ტორეირა (85)

ლივერპული: ადრიანი, ალეკსანდერ-არნოლდი, ვან დეიკი, მატიპი, რობერტსონი, ჰენდერსონი, ფაბინიო, ვეინალდუმი (მილნერი 69), სალაჰი, ფირმინო
(ლალანა 85), მანე (ოქსლეიდ-ჩემბერლენი 77)

არსენალი: ლენო, მეიტლენდ-ნაილზი, პაპასტოპულოსი, დავიდ ლუისი, მონრეალი, უილოკი, ჯაკა, გენდუზი (მხითარიანი 85), პეპე, ობამეიანგი, სებალოსი (ტორეირა 61)
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს თუ პენალტი იყო შეიცვალა მსოფლიო ფეხბურთის ისტორია
ეჰ
07:38 25-08-2019
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული