"მანჩესტერ სიტიმ" "ბორნმუთს" მოუგო და "ლივერპულს" დაედევნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
25 აგვისტოს, პრემიერლიგის მესამე ტურში "მანჩესტერ სიტიმ" სტუმრად "ბორნმუთს" 3:1 სძლია.

დუბლი აგუერომ შეასრულა, რომელმაც 3 შეხვედრაში 4-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი, კარიერაში კი 400 გოლი გაიტანა (235 "სიტიში").

სტერლინგმა ზედიზედ მე-4 მატჩში გაიტანა - მის ანგარიშზე 4 შეხვედრაში 6 გოლია.

დე ბრიუნემ პრემიერლიგაში ყველაზე სწრაფად გააკეთა 50 საგოლე გადაცემა - 123 მატჩში.

დავიდ სილვამ "ქალაქელების" რიგებში მე-400 მატჩი ჩაატარა და ამ შეხვედრაში ორი საგოლე პასი მიითვალა.

"სიტი" 7 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ "ლივერპულს" 2 ქულით ჩამორჩება და 31 აგვისტოს "ბრაიტონს"
უმასპინძლებს.

ბორნმუთი. "ვიტალიტი". 10 486 მაყურებელი
ბორნმუთი - მანჩესტერ სიტი 1:3
გოლები: 0:1 აგუერო (15), 0:2 სტერლინგი (43), 1:2 ჰ. უილსონი (43+3), 1:3 აგუერო (64)

ბორნმუთი: რემსდეილი, დენიელსი (ჰ. უილსონი 37), მიფემი, კუკი, სმიტი (იბე 68), ფრეიზერი, ლერმა, ბილინგი, აკე, კ. უილსონი (სოლანკე 69), კინგი

მანჩესტერ სიტი: ედერსონი, ზინჩენკო, ლაპორტი, ოტამენდი, უოკერი, დავიდ სილვა, დე ბრიუნე, ბერნარდუ სილვა, გიუნდოგანი (ერნანდესი 58), სტერლინგი, აგუერო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული