პსჟ-მა ნეიმარის შემცვლელს ინგლისში მიაგნო

AutoSharing Option
"კრისტალ პალასის" თავდამსხმელი უილფრიდ ზაჰა შესაძლოა ამ ზაფხულს საფრანგეთში გადავიდეს სათამაშოდ.

Mirror-ის ინფორმაციით, პსჟ ფეხბურთელს ნეიმარის შემცვლელად მოიაზრებს.

თუ ბრაზილიელმა კლუბი დატოვა, ფრანგები მზად არიან, "კრისტალ პალასს" ზაჰას სანაცვლოდ 120 მლნ ევროს შესთავაზონ. თავის მხრივ, პარიზელები ნეიმარის სანაცვლოდ 220 ევროს მიღებას გეგმავენ.

ინგლისური გამოცემის ცნობით, პარიზელები ლონდონში ჩასვლას უკვე ამ კვირაში აპირებენ. ამას კი იმით ხსნიან, რომ ნეიმარის ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმება შესაძლოა ნებისმიერ მომენტში შედგეს, ხოლო სატრანსფერო ფანჯარა თვის ბოლოს იკეტება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული