31 აგვისტოს, პრემიერლიგის მეოთხე ტურში "ლივერპულმა" სტუმრად 3:0 დაამარცხა "ბარნლი".
"ლივერპულმა" ჩემპიონატის სტარტზე მეოთხე მატჩშიც იმარჯვა და 14 სექტემბერს "ნიუკასლს" უმასპინძლებს.
იურგენ კლოპის გუნდმა ჩემპიონატზე ზედიზედ 13 მატჩი მოიგო და რეკორდი დაამყარა.
ფირმინო პირველი ბრაზილიელია, რომელმაც პრემიერლიგაში 50 გოლი გაიტანა.
ბარნლი. "ტრუტ მორი". 21 762 მაყურებელი
ბარნლი - ლივერპული 0:3
გოლები: 0:1 ვუდი (33), 0:2 მანე (37), 0:3 ფირმინო (80)