"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველი მატეო დარმიანი "პარმაში" გადავიდა.
29 წლის იტალიელმა ახალ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე გააფორმა. ტრანსფერის თანხად, არაოფიციალური ცნობებით, 1.5 მლნ ევრო სახელდება.
დარმიანი "მანჩესტერ იუნაიტედში" 2015 წლიდან ირიცხებოდა და პრემიერლიგაში სულ 6 მატჩი ჩაატარა.
მომზადებულია parmacalcio1913.com-ის მიხედვით