მაიკლ ოუენი ფაბიო კაპელოზე: ის ნამდვილი ნეხვი იყო

AutoSharing Option
2001 წლის "ოქროს ბურთის" მფლობელმა მაიკლ ოუენმა ინგლისის ნაკრებში ფაბიო კაპელოს მუშაობის პერიოდზე ისაუბრა.

კაპელომ ინგლისის ნაკრებში სტივ მაკლარენი 2008 წელს შეცვალა, მას შემდეგ, რაც "სამი ლომი" ევრო 2008-ზე ვერ მოხვდა.

იტალიელი სპეციალისტი ინგლისის ნაკრებს 2008-12 წლებში ხელმძღვანელობდა.

"ჩემი სანაკრებო კარიერა ფაბიო კაპელოს გამო დასრულდა. თუმცა ნეხვად სხვა რამის გამო მიმაჩნია. როცა პირველად ჩავედით ნაკრებში, რომელსაც კაპელო წვრთნიდა, პირველი, რაც შევამჩნიეთ, იყო, რომ ის ძალიან მკაცრი იყო ჭამის საკითხებში და საერთოდ არ საუბრობდა ინგლისურად.

მისი პირველი ორი მატჩის დროს სათადარიგოთა
სკამზე ვიყავი და მაშინ ვფიქრობდი: "არა, ეს ძალიან ცუდია".

გარდა იმისა, რომ კაპელომ ჩემი საერთაშორისო კარიერა შეწყვიტა, რომელსაც დიდი შრომით მივაღწიე, ის ინგლისის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე არაეფექტური მწვრთნელი გახდა.

ის ნამდვილი ნეხვი იყო. ჩემი აზრით, კაპელომ ჩემს კარიერას და ინგლისურ ფეხბურთს საერთო ჯამში კატასტროფული ზიანი მიაყენა - ამის სანაცვლოდ კი გულუხვი ჯილდო მიიღო", - დაწერა ოუენმა თავის წიგნში.

მაიკლ ოუენმა ინგლისის ნაკრებში კარიერა 2008 წელს დაასრულა. მან ბოლო მატჩი საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართა. საერთო ჯამში, ოუენმა 89 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 40 გოლი გაიტანა.

altოუენი ბექჰემის წითელზე 1998 წლის მუნდიალზე: დევიდმა დაგვაღალატა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული