ინგლისური გუნდის მწვრთნელი ბურთის მოსატანად წავიდა და თითი დაკარგა

AutoSharing Option
სამოყვარულო კლუბ "ჰეიქემ თაუნის" მთავარმა მწვრთნელმა დარენ დეიმ მარჯვენა ხელის არათითი მაშინ დაკარგა, როცა ბურთის მოსატანად სტადიონის ღობეზე აძვრა და საქორწინო ბეჭედი კონსტრუქციაში გაეჭედა.

როგორც The Sun-ი იტყობინება, ეს შემთხვევა "იმინჰემთან" თამაშის დროს მოხდა, რომელშიც დეის გუნდმა გაიმარჯვა. მატჩის დასრულების შემდეგ დარენს გაახსენდა, რომ ერთი ბურთი სტადიონის ფარგლებს გარეთ გადავარდა. ჰოდა, ისიც ბურთის მოსაძებნად გაეშურა. როცა შეამჩნია, რომ სტადიონის კარები უკვე დაკეტილი იყო, მწვრთნელმა კედელზე გადაძრომა მოინდომა - სწორედ ეს გადაწყვეტილება აღმოჩნდა საბედისწერო.

ახალგაზრდა სპეციალისტს ისე გაეჭედა ბეჭდიანი თითი ღობეში,
რომ უკვე 9 თითის ამარაღა დარჩა.

"როცა ღობიდან გადავხტი, მივხვდი, რომ ჩემს თავს რაღაც სერიოზული მოხდა. ვიფიქრე, თითის ნახევარი დამრჩა-მეთქი. ტკივილისაგან გონება კინაღამ დავკარგე", - თქვა მწვრთნელმა.

გარდა დაკარგული თითისა, დარენმა საქორწინო ბეჭედიც მნიშვნელოვნად დააზიანა და ამით ცოლიც გააბრაზა. მოკლედ, ერთი დაუფიქრებელი მოქმედება ახალგაზრდა მწვრთნელს ძვირად დაუჯდა.


ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული