"სანის" ცნობით, "ჩელსიდან" "ბარნლიში" განათხოვრებულ 29 წლის ნახევარმცველ დენიელ დრინკოუტერს მაგრად სცემეს.
გასულ კვირაში მან მეგობრის დაბადების დღე მანჩესტერის ღამის ბარ Chinawhite-ში აღნიშნა, სადაც დათვრა და "სკანტორპ იუნაიტედის" მცველ კგოსი ნტლეს მეგობარ გოგონას დაუწყო არშიყი.
ამას ფეხბურთელებს შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა და დაწესებულების დაცვამ დრინკოუტერი გარეთ გააგდო, სადაც ექვსმა ადამიანმა სცემა. დრინკოუტერი ტაქსით მეგობარმა სახლში გაუშვა. შემთხვევის ადგილას პოლიცია არ გამოუძახებიათ.
დრინკოუტერს კოჭ-წვივზე, სახეზე, მხარსა და ხელზე სხვადასხვა ხარისხის დაზიანება აქვს მიღებული.
მას ერთი თვე მოუწევს უქმობა, თუმცა უკვე 18 თვეა პრემიერლიგის
მატჩებში მონაწილეობა არ მიუღია.