"მანჩესტერ სიტი" - პირველი კლუბი ფეხბურთის ისტორიაში, რომელმაც ამ ნიშნულს მიაღწია...

AutoSharing Option
ფიფასთან აფილირებულმა ორგანიზაციამ, CIES Football Observatory-მ საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა სტატისტიკა, თუ რამდენი დახარჯეს ევროპულმა კლუბებმა შემადგენლობის ასაწყობად და "მანჩესტერ სიტი" გახდა პირველი კლუბი ფეხბურთის ისტორიაში, რომელმაც თავისი კოლექტივის შეკრებაში 1 მილიარდ ევროზე მეტი დახარჯა.

მეორე ადგილზე ამ მაჩვენებლით "პარის სენ ჟერმენი" გავიდა. ფრანგებმა საკმაოდ დიდი არაბული ინვესტიციით მათ ამჟამინდელ ფეხბურთელებში 913 მილიონი ევრო დახარჯეს. მესამე ადგილზე კი მადრიდის "რეალია" 902 მილიონი ევროთი.

ევროპული კლუბების 10-ეული კი ასე გამოიყურება:

1. "მანჩესტერ სიტი"- 1014 მილიონი ევრო

2. პსჟ - 913 - მილიონი

3. "რეალი" - 902 მილიონი

4. "მანჩესტერ იუნაიტედი" - 751 მილიონი

5. "იუვენტუსი" - 719 მილიონი

6. "ბარსელონა" - 697 მილიონი

7. "ლივერპული" - 639 მილიონი

8. "ჩელსი" - 561 მილიონი

9. "ატლეტიკო" - 550 მილიონი

10. "არსენალი" - 498 მილიონი


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული